საჯარო ოფერტის ხელშეკრულება

ზოგადი დებულებები

წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს EasyVisual-ის სარეკლამო სერვისებით სარგებლობის საჯარო ხელშეკრულებას-ოფერტს (შემდგომში - ხელშეკრულება). ამ ხელშეკრულების პირობები საერთოა ყველა მომხმარებლისთვის (ფიზიკური და იურიდიული პირები, მოქალაქეთა ასოციაციები, იურიდიული ურთიერთობის მქონე სხვა სუბიექტები), რომლებიც სარგებლობენ ან აპირებენ ისარგებლონ EasyVisual-ის სარეკლამო სერვისებით.

Easy Visual-ის სერვისების გამოყენებით, თქვენ სრულად აცხადებთ თქვენს თანხმობას ხელშეკრულების პირობებზე. თუ თქვენ არ ეთანხმებით ხელშეკრულების პირობებს ან მის რომელიმე ნაწილს, თქვენს ვერ შეძლებთ Easy Visual-ის სერვისებით სარგებლობას.

Easy Visual-ის სერვისების სარგებლობამდე, თქვენ უნდა დაეთანხმოთ მის ყველა ხელშეკრულების პირობას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე, განვაახლოთ და/ან შევცვალოთ ხელშეკრულების პირობები ან Easy Visual-ის სერვისების გამოყენების ნებისმიერ პირობა. ხელშეკრულების მიმდინარე ვერსიის ნახვა შესაძლებელი იქნება Easy Visual-ის ვებ გვერდზე. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, თქვენ ადასტურებთ თქვენს თანხმობასა და შეტანილ ცვლილებებს.

თქვენ არ შეგიძლიათ სერვისებით სარგებლობა, თუ არ ხართ მიღწეული იმ ასაკს, როდესაც, მიმდინარე ხელშეკრულების ფარგლებში, არ შეგიძლიათ კანონიერად აიღოთ თქვენს თავზე იურიდიული პასუხისმგებლობა, ან თქვენთვის აკრძალული არის Easy Visual-ის სერვისებით სარგებლობა, იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ ან, რომელშიც ამჟამად იმყოფებით.

განმარტებები

Easy Visual, მომსახურება, Easy Visual-ის მომსახურება, აპლიკაცია - ვებ-აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ განათავსოთ სარეკლამო კამპანია.

ტერმინები “ჩვენთვის“, “ჩვენ“ ან “ჩვენი“ ეხება EASY VISUAL MARKETING LTD-ს, კომპანიის ნომერი 11597127, იურიდიული მისამართი Suite 13078 43 Bedford Street, ლონდონი, ინგლისი, WC2E 9HA

ტერმინები “კლიენტი“, “თქვენ“, “მომხმარებელი“, “რეკლამის განმთავსებელი“ ეხება: ა) პირს, რომელმაც მიაღწია სრულწლოვანებას, იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ის ცხოვრობს 18 წელზე ზევით ასაკში და, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს მომსახურება ბ) ოფიციალურად რეგისტრირებულ ყველა იურიდიულ პირებს, რომლებიც აფორმებენ გარიგებებს მათი რეგისტრაციის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლებსაც უფლება აქვთ გამოიყენონ მომსახურება. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეული კლიენტი უნდა იყოს სრულიად უფლებამოსილი.

ბანერი - ონლაინ რეკლამა გრაფიკული გამოსახულების სახით, რომელიც გამოჩნდება მომხმარებლის სმარტფონის ეკრანზე ეკრანის განბლოკვის შემდეგ.

ბიუჯეტი - მომსახურების თანხის ოდენობა, რომელსაც კლიენტი განსაზღვრავს თითოეული კამპანიისთვის. კლიენტს შეუძლია გაზარდოს ბიუჯეტის თანხა.

კამპანია წარმოადგენს სარეკლამო მასალის ერთობლიობას (ამ შემთხვევაში, ბანერების) ერთი იდეითა და თემით, რომლებიც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის ნაწილია. სარეკლამო კამპანია მოიცავს სხვადასხვა მედიასაშუალებებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და სამიზნე აუდიტორიისათვის.

კამპანიის გადამოწმება არის პროცესი, რომლის დროსაც ჩვენი მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი ამოწმებს არის თუ არა კამპანია მისაღები.

კონტენტი - მომსახურებაში შეტანილი ყველა ტექსტი, ინფორმაცია, გრაფიკა, აუდიო, ვიდეო ან/და სხვა მასალები.

რეკლამის მომხმარებელი არის ადამიანი, რომელიც ხედავს ბანერებს ტელეფონის გახსნისას.

ნახვები არის სარეკლამო განცხადებების რაოდენობა, რომლის ნახვაც შეუძლია მომხმარებლებს მობილურ აპლიკაცია Banners App-ში, იმ შემთხვევაში თუ ისინი რეგისტრირებულნი არიან ამ აპლიკაციაში და თუ ბანერის ჩართვის ფუნქცია ჩართულია.

შეთანხმების საგანი

Easy Visual-ის სერვისებით სარგებლობით, კლიენტს შეუძლია ეფექტურად გაავრცელოს რეკლამა. არსებული ხელშეკრულების მიხედვით, სარეკლამო სერვისების ეფექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს მიერ გავრცელებული რეკლამა მისაღები და სასურველი არის რეკლამის მომხმარებელთათვის, ასევე ის უშუალოდ აისახება რეკლამის მომხმარებელთა სმარტფონებზე (სხვა მობილური მოწყობილობები). ამგვარად, კამპანიაში ფულის გადახდით, თქვენ იხდით მხოლოდ რეკლამის მომხმარებელთა მიერ რეკლამის რეალურად ნახვაში.

Easy Visual-ის მიზნად ისახავს მისცეს მომხმარებლებს საშუალება, რათა ჩაატარონ კამპანიები, რომელთა ნახვა შეუძლიათ რეკლამის მომხმარებლებს თავიანთი სმარტფონების გამოყენებით.

სერვისი საშუალებას აძლევს თავის კლიენტებს შექმნან და შეცვალონ თავიანთი პროფილი, გაუშვან კამპანია, აირჩიონ მიზნობრივი აუდიტორია (ინტერესები, განათლება, ასაკი, სქესი, შემოსავალი, საცხოვრებელი ადგილი, რეკლამის მომხმარებელთა ოჯახური მდგომარეობა და ა.შ.). სერვისის სარგებლობით, კლიენტებს აქვთ უფლება შექმნან კამპანიის ბიუჯეტი, შეცვალონ ან წაშალონ კამპანია, დაათვალიერონ კამპანიების ჩამონათვალი და ისარგებლონ სხვა ხელმისაწვდომი სერვისებით.

კამპანიის შესაქმნელად კლიენტები იყენებენ თავიანთ ბანერებს, რომელთა შემდგომი ვერიფიკაცია ხდება ჩვენს მიერ.

მომხმარებლის რეგისტრაცია

კლიენტებმა უნდა წარმოადგინონ მართებული ინფორმაცია თავიანთი თავის შესახებ. კლიენტს არ შეუძლია გამოყენოს სხვისი პირის სახელი, შეურაცხმყოფელი ან უხეში სახელები ან სახელები, რომლებიც ზიანს აყენებენ ვინმეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, ან სხვაგვარად არღვევს გამოყენების პირობებს. თუ კლიენტი იურიდიული პირია, მათ წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს იურიდიული უფლებამოსილება, რომელიც წარმოადგენს ამ ერთეულს. თითოეულ მომხმარებელს შეუძლია დაარეგისტრიროს მხოლოდ ერთი ანგარიში.

კლიენტები პასუხისმგებელნი არიან მათ ანგარიშზე განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაზე. ავტორიზაციის სახელი და პაროლი კლიენტების კონფიდენციალური ინფორმაციაა. თუ მესამე პირს მიიღებს ინფორმაციას მომხმარებელთა ანგარიშის შესახებ, ყველა შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ მომხმარებელს.

მხოლოდ მომხმარებელი არის პასუხისმგებელი მის პროფილში მითითებულ სრულ ინფორმაციაზე. თქვენ ანგარიშზე და სერვისზე არსებული ინფორმაციის გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაქვთ ამ ინფორმაციის გამოყენების ყველა საჭირო უფლება და რომ თქვენ არ არღვევთ მესამე პირის უფლებებს. სერვისზე ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნებით, თქვენ იძლევით თანხმობას, ჩვენს მიერ ამ ინფორმაციის გამოყენებაზე. ჩვენ არ ვხდებით ამ ინფორმაციის მფლობელები, თუმცა ვიტოვებთ ხსენებული ინფორმაციის, საჭიროებისამებრ, გამოყენების უფლებას.

მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოს ანგარიშზე ყველა არასანქცირებული შეცვლის მცდელობის შესახებ, ან უსაფრთხოების წესის ნებისმიერ დარღვევის შესახებ. თუ თქვენ შეამჩნიეთ ან ეჭვი გაქვთ, რომ ვინმეს აქვს წვდომა თქვენს ანგარიშზე თქვენივე ნებართვის გარეშე, გირჩევთ დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ ასეთი ფაქტების შესახებ. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები ნებისმიერ დანაკარგზე, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ამ ხელშეკრულების პირობების დაუცველობის შედეგად.

თუ რეგისტრაციის დროს, კლიენტი გამოიყენებს კორპორატიულ ელ .ფოსტას, ამ შემთხვევაში, სარეკლამო მიზნებისთვის, კლიენტი გვაძლევს უფლებას გამოვიყენოთ კომპანიის ლოგო, რომელიც მითითებული არის კორპორატიული ელ. ფოსტის საფოსტო დომენზე.

თითოეულ მომხმარებელს საშუალება აქვს წაშალოს თავისი ანგარიში ნებისმიერ დროს. მომხმარებელი, რომელიც თავის ანგარიშს წაშლის, შეუძლია შექმნას ახალი.

სერვისის ღირებულება და გადახდის წესი

მიმდინარე ხელშეკრულების მიხედვით, სერვისის ღირებულების გადახდა ხდება წინასწარი გადახდის მეშვეობით. გადახდა ხორციელდება კლიენტის მიერ EasyVisual-ის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მეშვეობით, მათ შორის გადახდის სისტემების მეშვეობით (გადახდის ინსტრუმენტები). ტრანზაქცია ითვლება დასრულებულად EasyVisual-ის ანგარიშზე ფულადი სახსრების (გადახდის სხვა საშუალებები) მიღების მომენტიდან.

უკრაინაში არსებული მომხმარებლებისთვის, სერვისის ღირებულება ითვლება უკრაინის ეროვნულ ვალუტაში და არის 1 ამერიკული ცენტის ექვივალენტი (0.01 USD), რომელიც ანგარიშდება ანგარიშსწორების დღეს არსებული უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული გაცვლითი კურსის შესაბამისად რეკლამის მომხმარებლის მიერ კლიენტის ბანერის თითოეული ნახვის სანაცვლოდ.

უკრაინაში თითოეული კლიენტის მიერ თითო ნახვა შეადგენს 0.01 USD (0.01 ამერიკული დოლარი);
და ითვლება შემდეგი ფორმულის შესაბამისად:
ნახვის ღირებულება = საბაზისო კოეფიციენტი x GDP კოეფიციენტი - აუდიტორიის ფასდაკლება, სადაც:

  • საბაზისო კოეფიციენტი - საბაზისო კოეფიციენტი, რომელიც არის 4-ის ტოლი,
  • GDP კოეფიციენტი ითვლება GDP-ზე დაყრდნობით. უკრაინაში GPD-ის კოეფიციენტი შეადგენს 0.03-ს;

სერვისით სარგებლობის ტარიფები მოცემული არის სერვისის ვებ-გვერზეც https://easyvisual.com/

მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ნახვის ღირებულება არ უნდა იყოს 0.01 USD-ზე ნაკლები, თუ დამატებითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული კლიენტსა და EasyVisual-ს შორის.

გადახდის მეშვეობით, კლიენტი არ ყიდულობს სერვისზე საჩვენებელი ბანერის (ბანერების) ექსკლუზიურ უფლებას. ერთ-ერთი კლიენტის მიერ EasyVisual-ის სერვისების შესყიდვა არ ზღუდავს სხვა კლიენტის უფლებას ასევე შეისყიდოს EasyVisual-ის მომსახურება და არ იძლევა ერთ კლიენტზე მეორე კლიენტთან მიმართებაში პრიორიტეტის მინიჭების უფლებას.

ჩამოთვლილი ვარიანტებიდან, სურვილისამებრ, კლიენტს უფლება აქვს აირჩიოს სასურველი გადახდის სისტემა. კლიენტი დამოუკიდებლად იხდის ჩვენს სერვისში გადასახადის ღირებულებას, ხარჯებსა და/ან ტრანზაქციის საკომისიოს. ხსენებული წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც კამპანიის ვადა დასრულებულია, ან გადახდა ხორციელდება ჩვენი სერვისის ფარგლებს გარეთ.

გადახდის დროს წარმოქმნილი შეცდომის ან ვადაგადაცილების შემთხვევაში, EasyVisual იტოვებს უფლებას დაფაროს დავალიანება EasyVisual-ზე კლიენტის ხელთ არსებული სახსრების მეშვეობით, მათ შორის სხვა კამპანიების მეშვეობით გადახდილის და/ან სხვა გადახდის მეთოდების დახმარებით. კლიენტი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას გადახიდს დროს წარმოქმნილი ნებისმიერ სახის რისკზე, მათ შორის, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით: ტექნიკური დანახარჯები, საგადასახადო ხარჯები და საურავები, მესამე პირის მიერ მიღებული ზარალი, და ა.შ.

პერსონალურ მონაცემთა გამოყენება და დაცვა

ჩვენთვის მოწოდებული პირადი ინფორმაციით, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება ხელშეკრულების მე -4 მუხლში ჩამოთვლილი პროცედურის შესაბამისად, კლიენტი თანახმაა, რომ EasyVisual-ს შეუძლია გამოიყენოს ეს ინფორმაცია თავისი მიზნებისათვის.

EasyVisual კისრულობს ვალდებულებას მიიღონ ყველა საჭირო ზომა მესამე პირთა მიერ არასანქცირებული წვდომის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე მომხმარებლის (მომხმარებელთა) მონაცემების დაკარგვა ან დაზიანება.

მხარეთა პასუხისმგებლობები

არსებული ხელშეკრულებით კლიენტი ათავისუფლებს უფლებამოსილ პირებს, დირექტორებს, თანამშრომლებს, აგენტებსა და მესამე პირებს, რომლებსაც გააჩნდათ რამე კავშირი აპლიკაციასთან, ნებისმიერი სახის ქონებრივი და არაქონებრივი პრეტენზიისგან, დანაკარგისგან, ხარჯებისგან და ვალდებულებებისგან (მათ შორის ადვოკატის მომსახურების ადეკვატური საფასურისგან), რომელიც დაკავშირებული არის კლიენტის მიერ აპლიკაციის გამოყენებასთან ან ვერ გამოყენებასთან. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას კლიენტის ან მესამე პირის მიერ ხელშეკრულების ნებისმიერ პირობის დარღვევის, მესამე პირი უფლებების დარღვევის ან ნებისმიერი შესაბამისი კანონისა, წესისა თუ რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შეხედულებისამებრ, მივიღოთ ზომები, რომლებიც დაკავშირებული იქნება სერვისის მოხმარებასთან დაკავშირებული ნებისმეირი პროცესის დაცვასა და კონტროლთან, რაც კლიენტის მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნას ითხოვს. ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია სრულად ითანამშრომლოს EasyVisual-ის წარმომადგენლებთან.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებამოსილებას ნებისმიერ დროს შვაჩეროთ ან წავშალოთ კლიენტის ანგარიში, ნებისმიერი მიზეზით და წინასწარ შეტყობინების გარეშე. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები კლიენტის დანაკარგებზე, რომელიც დაკავშირებული არის კლიენტის ანგარიშის გაუქმებასთან ან შეჩერებასთან.

EasyVisual-ის სერვისების გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება მათ მიერ წამოდგენილი ბანერები და/ან შეკვეთილი კამპანია, ჩვენს მიერ შესაძლოა მიუღებელი იყოს ვერიფიკაციის პროცედურების შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ყოველივე ახსნა-განმარტების გარეშე. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები მომხმარებლის ხარჯებსა და დანაკარგებზე, რომელიც ვერიფიკაციის პროცედურის შედეგებთან იქნება დაკავშირებული.

ინტელექტუალური საკუთრების უფლება

თქვენ გაქვთ მინიჭებული შეზღუდული წვდომა მხოლოდ ამ აპლიკაციაში არსებული მასალების ნახვის მიზნით.

ამ აპლიკაციის გამოყენებით თქვენ გარანტიას გვაძლევთ, რომ აპლიკაციას არ გამოიყენებთ უკანონო მიზნებისთვის ან ნებისმიერი მიზნისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნულ პირობებს. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ეს აპლიკაცია ნებისმიერი ისეთი მეთოდით, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს აპლიკაციის მუშაობას ან მესამე პირების მიერ მის გამოყენებას. თქვენ არ გაქვთ უფლება ნებისმიერი საშუალებით მიიღოთ ან ეცადოთ, რომ მიიღოთ ნებისმიერი მასალა ან ინფორმაცია, რაც სპეციალურად არ არის ხელმისაწვდომი სერვისში.

აპლიკაციის მთელი კონტენტი: აპლიკაციაში გამოყენებული ტექსტები, გრაფიკა, ლოგოები, სურათები, ასევე მათი კომპილაცია და ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩვენს საკუთრებას ან მათი მიმწოდებლების საკუთრებას და დაცულია საავტორო უფლებებითა და სხვა კანონებით, რომლებიც იცავს ინტელექტუალურ საკუთრებასა და ქონებრივ უფლებებს. მომხმარებელი თანახმაა დაიცვას საავტორო უფლებების ნორმები და წესები, რომლებიც ეხება ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და სხვა შეზღუდვებს კონტენტის ნებისმიერ ნაწილში და არ განახორციელონ რაიმე ცვლილებები.

თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ, გამოაქვეყნოს, გადასცეთ, მონაწილეობა მიიღოთ გაყიდვაში, შექმნათ წარმოებული სამუშაოები ან სხვაგვარად გამოიყენოთ ამ აპლიკაციაში განთავსებული კონტენტი (მთლიანად ან ნაწილობრივ). აპლიკაციის გამოყენება არ იძლევა დაცული კონტენტის არასანქცირებული გამოყენების უფლებას, კერძოდ, თქვენ არ გაქვთ უფლება, წაშალოთ ან შეცვალოთ ნებისმიერ კონტენტში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ შეტყობინებები. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დაცული კონტენტი მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგჭირდებათ ჩვენი ან საავტორო უფლებების მფლობელის წერილობითი ნებართვა. თქვენ აღიარებთ, რომ არ იღებთ დაცულ კონტენტზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ჩვენ არ გავცემთ ჩვენ ინტელექტუალურ საკუთრებაზე ან ჩვენ ლიცენზიართა ინტელექტუალურ საკუთრებაზე არავითარ ლიცენზიებს, პირდაპირს თუ ირიბს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გათვალისწინებულია აღნიშნული პირობებით.

მკაცრად აკრძალულია კონტენტისა და მისი ნაწილების კოპირება, რეპროდუცირება ან სხვაგვარად გადაცემა. ამ სერვისზე არსებული ინფორმაცია (ტექსტები, ფოტოები, ვიდეოები და ა.შ.) არავის შეუძლია დააკოპიროთ, შეინახოს, გამოიყენოს ან/და გადასცეს. ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლის მიერ იქნა მითითებული მის პროფილში, შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ჩვენსა და იმ მომხმარებლის მიერ, რომელმაც ეს ინფორმაცია განათავსა.

შეზღუდვები და ვალდებულებები

მომხმარებელს ეკრძალება:

  • აპლიკაციის ნებისმიერ მასალის პუბლიკაცია სხვა რესურსებზე;
  • კომერციული მიზნებისთვის გაყიდოს და/ან გამოიყენოს აპლიკაციის ნებისმიერი მასალა;
  • საჯაროდ მოახდინოს აპლიკაციის ნებისმიერი მასალი დემონსტრირება და/ან ჩვენება;
  • გამოიყენოს აპლიკაცია იმ გზით, რომელმაც შესაძლოა აპლიკაციის მუშაობას ზიანი მიაყენოს;
  • გამოიყენოს აპლიკაცია კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის ან იმ გზით, რომელმაც შესაძლოა აპლიკაციის მუშაობას ან ნებისმიერ პირსა თუ სუბიექტს ზიანი მიაყენოს;
  • მიიღოს მონაწილეობა აპლიკაციასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და მოძიებაში;
  • დასტურის გარეშე გამოიყენოს აპლიკაცია ნებისმიერი სარეკლამო თუ მარკეტინგული მიზნებისთვის.

EasyVisual-ის გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება, რომ ჩვენ შეგვიძლია, შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შევზღუდოთ მომხმარებლის მიერ აპლიკაციის ზოგიერთი ფუნქციის ან სრულად აპლიკაციის ხელმისაწვდომობა. მომხმარებელი იღებს პასუხისმგებლობას, რომ აპლიკაციის გამოყენების დროს დაიცავს ყველა მოქმედ ადგილობრივ, სახელმწიფოებრივ და საერთაშორისო ნორმატიულ კანონებს, ასევე არ შეუშლის სხვა პირებს აპლიკაციის გამოყენებასა და მართვაში.

მხოლოდ მომხმარებელი იღებს ადგილობრივი კანონების დაცვის სრულ პასუხისმგებლობას. ამ პირობებზე თანხმობით, მომხმარებლები ადასტურებენ, რომ არ წაუყენებნ პრეტენზიას აპლიკაციის მფლობელებს, შემქმნელებს, მწარმოებლებსა და ა.შ.

გარანტიები

ჩვენ გარანტიას ვაძლევთ მომხმარებელს, რომ ჩვენს მიზანს წარმოადგენს ყველაფრის გაკეთება, რათა უზრუნველვყოთ აპლიკაციის სათანადო და ეფექტური გამოყენება, მათი მიზნების მისაღწევად.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ უზრუნველვყოფთ მომხმარებელთა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გარანტიას, მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის გარანტიას მესამე პირის მხრიდან და აპლიკაციის მიზნიდან გამომდინარე მისი მოხმარების შედეგების გარანტიას. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას სერვისის შიგთავსზე და შესაძლო ზარალზე, რომელიც წარმოიშვა შიგთავსის ბრალეულობით. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას შემდეგზე:

  • ა) აპლიკაციის შეუწყვეტელ ფუნქციონირებაზე, უსაფრთხოებაზე ან ხარვეზების არარსებობაზე;
  • ბ) აპლიკაციით სარგებლობით მიღებულ ეფექტურ, მოსალოდნელ ან სანდო შედეგზე;
  • გ) აპლიკაციაში არსებული ხარვეზების გასწორებაზე;
  • დ) აპლიკაციით სარგებლობისას თქვენი მოლოდინების გამართლებაზე.
პირობების შეწყვეტა და ვადები

აღნიშნული პირობები ძალაშია, სანამ მომხმარებლის აქაუნტი არსებობს. თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს წაშალოს მისი აქაუნტი. მომხმარებელს, რომელმაც წაშალა თავისი აქაუნტი, შეუძლია შექმნას ახალი.

ჩვენ ვიტოვებთ ექსკლუზიურ უფლებას ნებისმიერ დროს წავშალოთ ან შევწყვიტოთ მომხმარებელის აქაუნტის ფუნქციონირება ნებისმიერი მიზეზით და წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი კლიენტის შესაძლო დანაკარგზე.

ვალდებულებების შეზღუდვა

გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მითითებული არის მოხმარების პირობებში, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მომხმარებლის ან მესამე პირთა მიერ შემოტანილი განცხადების წინაშე, რომელიც უკავშირდება აპლიკაციის გამოყენებასას ვერმიღებულ სარგებელს, მონაცემთა დაკარგვას, რეპუტაციის შელახვას, შემოსავლის, მოგების ვერმიღებას, ან პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხარჯებსა და/ან საჯარიმო ზარალს ნებისმიერ მიზეზის მიუხედავად. ეს პირობები, ასევე, გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ჩვენს გაგვაფრთხილეს ასეთი სახის დანაკარგის ან ზარალის შემთხვევაზე.

ჩვენ, ასევე, არ ვართ პასუხისმგებლები მომხმარებლის იმ ხარჯებზე, გადასახადებსა და მოსაკრებლებზე, სპეციალურ ნებართვებსა და ლიცენზიების არსებობაზე, რომლებიც დაკავშირებული არის ამ აპლიკაციით სარგებლობასთან, ნებისმიერი სხვა ქვეყნის ან იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც მომხმარებელი ამჟამად ცხოვრობს.

არბიტრაჟი, იურისდიქციის და მოქმედი კანონმდებლობის არჩევა

მომხმარებლების უფლებების ნებადართული მოქმედი კანონების ფარგლებში, ეს წესები რეგულირდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში წარმოქმნილი დავები უნდა გადაწყდეს ინგლისისა და უელსის სასამართლოების პროცედურული რეგლამენტების შესაბამისად.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისა და გამოყენების პირობებზე შემოთავაზების შემთხვევაში, დაუკავშირდით ჩვენი მხარდაჭერის გუნდს შემდეგ ელ. ფოსტაზე - support@easyvisual.com.