Easy Visual კონფიდენციალურობა

შესავალი

1) ყურადღებით წაიკითხეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს თქვენსა (ასევე "მომხმარებელი") და LTD "EASY VISUAL MARKETING"-ს (ასევე "კომპანია") შორის გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

2) ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს კომპანიის პრაქტიკას თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის სფეროში. პერსონალური მონაცემები თავის თავში მოიცავს ნებისმიერ ინფორმაციას თქვენს შესახებ, რომელიც კონკრეტულად მიუთითებს თქვენს პირადობასა და ინფორმაციას თქვენი საქმიანობის შესახებ, როგორიც არის თქვენს მიერ Easy Visual-ის გამოყენება (ასევე, “სერვისი“), როდესაც ის უშუალოდ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემებთან.

3) თქვენ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას და იძლევით თანხმობას თქვენი პირადი მონაცემების შეგროვებაზე, შენახვაზე, გამოყენებასა და გამჟღავნებაზე ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენ შეგიძლიათ გამოიხმოთ თქვენი თანხმობა და მოითხოვოთ პერსონალურ მონაცემთა წაშლა, ამისათვის დაგვიკავშირდით ამ დოკუმენტში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

ინფორმაციის შეგროვება

1) ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ზოგიერთი პერსონალური მონაცემი ავტომატურ რეჟიმში (თქვენი IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი და ვერსია, ინფორმაცია ბრაუზერის ისტორიის შესახებ URL clickstream-ზე დაყრდნობით, თქვენს მიერ მონახულებულ ან მოძიებულ ვებ გვერდებს, კონკრეტულ ვებ გვერდებზე დარჩენის ხანგრძლივობა) თრექინგ ტექნოლოგიის გამოყენებით, მათ შორის cookie გამოყენებით ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

2) რეგისტრაციის დროს, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ზოგიერთი პერსონალური მონაცემი, როგორიც არის:

  • სახელი
  • გვარი
  • ელ
  • ადგილმდებარეობა

თქვენ გაქვთ უფლება, რომ არ მიაწოდოთ ეს ინფორმაცია. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერ მოგცემთ ჩვენი სერვისის გამართულად ფუნქციონირების გარანტიას.

გამოყენება

ჩვენ შეგვიძლია თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება შემდეგი მიზნებისთვის:

  • ჩვენი მხრიდან სათანადო სერვისის უზრუნველსაყოფად, რათა თქვენი სარეკლამო კამპანია ეფექტური და მისაღები იყოს მომხმარებელთათვის. ამ მიზნით ჩვენ ვიყენებთ ისეთ მონაცემებს, როგორიც არის თქვენი ადგილმდებარეობა.
  • თქვენი მოთხოვნებისა და ქმედებების დამუშავება ჩვენს სერვისთან მიმართებაში.
  • სერვისის გაუმჯობესების მიზნით ჩვენი აუდიტორიის ანალიზი და გაგება.
  • პოტენციურად აკრძალული ან არაკანონიერი ქმედებების აღკვეთა, გამოვლენა და გამოძიება, მათ შორის თაღლითობა.
  • ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და/ან გამოყენების პირობები დარღვევის გამოძიება ან მათი მთლიანობის უზრუნველყოფა, ასევე ჩვენი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად.

თქვენთვის მარკეტინგული ელ. ფოსტების გაგზავნა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ჩვენი სერვისების შესახებ, რომელიც თქვენთვის საინტერესოდ მიგვაჩნია. თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ ასეთ წერილებზე, ამისათვის კი საჭირო არის ჩვენთვის შესაბამისი თხოვნით მომართვა ან ელ. ფოსტაზე შესაბამის ბმულზე დაკლიკვა.

გამჟღავნება

1) ჩვენ არ ვუზიარებთ კონკრეტული ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებს ან პირებს კომპანიის ფარგლებს გარეთ, გარდა ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევისა:

ა) ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიებს, ორგანიზაციებს ან პირებს კომპანიის გარეთ, თუ არსებობს საფუძვლიანი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, გამოყენება, შენახვა ან გამჟღავნება ნამდვილად აუცილებელი არის:

  • რომელიმე მოქმედი კანონის, ნორმატიული აქტის, სასამართლოს პროცესის ან სახელმწიფოს აღსრულების მოთხოვნის შესასრულებლად;
  • მოქმედი კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად, მათ შორის შესაძლო დარღვევების გამოსაძიებლად;
  • თაღლითობის პრევენციისა და აღკვეთისთვის, უსაფრთხოების ან ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრისათვის;
  • საკუთრების ან კომპანიის უსაფრთხოების, ჩვენი მომხმარებლების ან საზოგადოების დასაცავად იმის გათვალისწინებით თუ როგორ არ დადგენილი კანონის მიხედვით;
  • მესამე პირის სერვისების გამოსაყენებლად.

ბ) თუ კომპანია ჩართულია აქტივების გაერთიანებაში, შესყიდვაში ან გაყიდვაში, ჩვენ გავაგრძელებთ ნებისმიერი პერსონალური მონაცემის კონფიდენციალურობის დაცვას და შევატყობინებთ მომხმარებლებს, რომლებსაც ის შეეხება, იქამდე სანამ მათი მონაცემები სხვას გადაეცემა და მოხვდებიან სხვა კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფარგლებში.

გ) ჩვენ არ მივაწოდებთ სხვა მომხმარებლებს თქვენს სახელს, ელ. ფოსტასა თუ სხვა სახის ინფორმაციას.

მესამე მხარის სერვისები

1) ტრაფიკის გასაზომად და/ან სარეკლამო სერვისების მიწოდების მიზნით, ჩვენ გადავცემთ პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარის მომხმარებლებს.

2) რეკლამის განთვსების მიზნით, ჩვენი სერვისი სარგებლობს Banners App-ის სერვისებით, სარეკლამო სერვისების მიმწოდებელი კომპანია.

3) ჩვენი ვებ გვერდი შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს, რომლებიც გადმოგიყვანთ სხვა ვებ გვერდზე ან გადაგიყვანთ სხვა ვებ გვერდზე, აპლიკაციებს ან მესამე პირების სხვა სერვისებს (მათ შორის სოციალური მედია). თუ თქვენ გადახვალთ რომელიმე მათგანის ბმულზე, დაიმახსოვრეთ, რომ თითოეულ ვებ გვერდს გააჩნია საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები მათ პოლიტიკაზე ან ნებისმიერ ნაკრებზე, მასთან მიმართებაში თქვენი პირადი მონაცემების გამოყენება ან გამჟღავნება. გთხოვთ, შეამოწმოთ მესამე მხარის პოლიტიკა, იქამდე სანამ მიაწოდებთ მათ პირად მონაცემებს.

4) თუ ჩვენ ვიყენებთ მესამე პირებს იმისათვის, რომ ჩვენი სახელით კონკრეტული სერვისებით მოგამარაგოთ, მაგალითად, ვებ გვერდის ან აპლიკაციის ჰოსტინგი, ანალიტიკური ან სხვა სერვისები, ასეთ მესამე პირებს შეუძლიათ შეაგროვონ ინფორმაცია თქვენს შესახებ ან იქონიონ მასზე წვდომა (მაგალითად, ინფორმაცია, რომელიც გროვდება ავტომატურად თრექინგ ტექნოლოგიის გამოყენებით). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ და/ან ჩვენს მომწოდებლებს შეგვიძლია შევინახოთ ეს ინფორმაცია და მივაწოდოთ ის მესამე პირებს, თუ ეს აუცილებელი არის, თქვენთვის, ჩვენი მხრიდან, სერვისების მიწოდების პროცესში.

ინფორმაციის შენახვა, უსაფრთხოება და ტრანსსასაზღვრო გადაცემა

1) ჩვენ მივიღებთ ყველა სათანადო ზომას იმისათვის, რომ დავიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია არასანქცირებული წვდომისაგან, ცვლილებისგან, გამჟღავნებისაგან ან წაშლისაგან. სერვისი მოიცავს თქვენი პირადი ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების საშუალებებს.

2) დაუყოვნებლივი წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე გაიცემა მხოლოდ ჩვენსა და იმ პირების მიერ, ვისაც გააჩნიათ ჩვენს მიერ გაცემული სათანადო უფლებამოსილება და ჩართულები არიან სერვისის გაუმჯობესების პროცესში. ეს პირები მკაცრად დაიცავენ თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და აღკვეთავენ მათთან არასანქცირებული წვდომის ნებისმიერ მცდელობას.

3) გთხოვთ, დაიმახსოვროთ, რომ ჩვენი სერვისი შესაძლოა განთავსებული იყოს თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. თქვენი პირადი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას რომ გავიტანოთ ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ და გამოვიყენოთ მოქმედი კანონმდებლობების შესაბამისად.

4) ხაზს ვუსვამთ, რომ მონაცემთა გადაცემის არცერთი გზა არ არის აბსოლუტურად უსაფრთხო. კომპანია არ იძლევა მონაცემთა უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიას მესამე პირის მიერ არასანქცირებული წვდომის განხორციელების შემთხვევაში.

5) ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მესამე პირების, ჰაკერების, ბოროტმოქმედთა და სხვა კანონდამრღვევთა მიერ განხორციელებული უკანონო ქმედეგების შემთხვევაში, რომელთაც შეუძლიათ დაარღვიონ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მუხლები, სრულად ან ნაწილობრივ შეაგროვონ თქვენი პირადი ინფორმაცია და გამოიყენონ ის საკუთარი მიზნებისთვის.

6) ჩვენ ვინახავთ პირად მონაცემებს იქამდე, სანამ იქნებით ამ აპლიკაციის მომხმარებელი.

ბავშვთა კონფიდენციალურობა

ჩვენ არ ვაგროვებთ, არ ვიყენებთ და არ ვაზიარებთ ბავშვთა პირად მონაცემებს (რომლებიც არ არიან სრულწლოვანები მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად). იმისათვის, რომ მიიღოთ წვდომა ჩვენს სერვისზე, აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი იმ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც იმყოფებით.

Cookie

1) იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი აპლიკაციის სათანადო ფუნქციონირება, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა თრექინგ ტექნოლოგია, როგორიც არის cookie, ვებ შუქურა და მსგავსი ტექნოლოგიები. აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ იძლევით თანხმობას ჩვენს მიერ cookie ფაილებისა და მსგავსი ფაილების გამოყენების თაობაზე, აპლიკაციის მოხმარების პირობების შესაბამისად.

2) Cookie ფაილები - ეს არის არც თუ ისე დიდი მოცულობის მქონე მონაცემთა ფაილები, რომლებიც, როგორც წესი, ინახება თქვენს მოწყობილობაზე ვებ-გვერდებისა და ონლაინ სერვისების ნახვისა და გამოყენების დროს. ისინი ფართოდ გამოიყენება ვებ-გვერდების სათანადოდ მუშაობისა და მაღალი ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის, ასევე რეპორტინგის ინფორმაციის მოწოდების, სერვისის პერსონალიზაციის ან რეკლამირების მიზნებისთვის.

3) ჩვენ ან მესამე მხარე, რომელიც ჩვენი უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი, შემდეგი მიზნებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ cookie ფაილები:

  • იმისათვის, რომ ბიზნესი წინა წავიდეს და გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით: რამდენი მომხმარებელი ნახულობს ან სარგებლობს ჩვენი აპლიკაციით, რომელ საიტებზე შედიან და რას ნახულობენ, არის თუ არა ახალი მომხმარებელი, ჩვენი აპლიკაციის რომელი ფუნქციები აინტერესებთ ყველაზე მეტად მომხმარებლებს და ა.შ.
  • იმისათვის, რომ თქვენი აქტივობების შესაბამისად, ჩვენი ბრაუზერის აპლიკაციაში მივაწოდოთ აპლიკაციის ფუნქციებთან დაკავშირებული პერსონალიზირებული რეკომენდაციები, რეკლამა, მარკეტინგული ელექტრონული წერილები და ინსტრუქციები.
  • იმისათვის, რომ დავიმახსოვროთ თქვენი მოქმედებები და არ გაიმეოროთ ის სეანსის დროს ან შემოგთავაზოთ ისე ფუნქციები, როგორიც არის მუშაობის აღდგენის ფუნქცია იმ გვერდზე, რომელზეც გაჩერდით, სინქრონიზებულია ყველა მოწყობილობასთან.
  • იმისათვის, რომ გავზომოთ აქტივობა ჩვენს ან მესამე პირის სერვისებზე. ამას გარდა, ჩვენ ან ასეთი რაოდენობრივი და ანალიტიკური სერვისების მომწოდებელს შეუძლია გადასცეს მესამე პირს არაპირადი შინაარსის მქონე ინფორმაცია.

4) მომხმარებელს შეუძლია დაბლოკოს, გაწმინდოს და წაშალოს cookie ფაილები თავისი ვებ-ბრაუზერის ან მოწყობილობის ინსტრუქციების შესაბამისად.

შესწორებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევიტანოთ ცვლილებები ამ პოლიტიკაში ნებისმიერ დროს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ინფორმაცია ნებისმიერ სახის ცვლილების შესახებ, რომლის შეტანის უფლებაც გვაქვს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, განთვსებული იქნება აქ. აუცილებლობის შემთხვევაში, შეგატყობინებთ ან მოგთხოვთ დასტურს ამ ცვლილებაზე. გთხოვთ, თვალიგვადევნეთ, რათა გქონდეთ უახლესი ინფორმაცია იმ ცვლილებებისა და განახლებების შესახებ, რომელსაც შევიტანთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

თქვენი უფლებები

1) თქვენ გაქვთ პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება.

2) თქვენ გაქვთ არასწორი ინფორმაციის ჩასწორების ან ცარიელი პერსონალური მონაცემების ველების შევსება.

3) თქვენ გაქვთ უფლება იყოთ ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყენება თქვენი პირადი ინფორმაცია.

4) იმისათვის, რომ წაშალოთ, შეასწოროთ, დაამატოთ ან მიიღოთ ინფორმაცია, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მოთხოვნა და დაუკავშირდეთ ჩვენი მხარდაჭერის სამსახურს..

საკონტაქტო ინფორმაცია

თუ ნებისმიერ დროს მოინდომებთ ჩვენთან დაკავშირებასა და თქვენი შეხედულებების გაზიარებას კონფიდენციალურობის ჩვენებურ პრაქტიკასთან დაკავშირებით ან თუ მოინდომებთ კითხვის დასმას თქვენი პირადი ინფორმაციის თაობაზე (მისი ჩასწორება, წაშლა ან გამოყენება), გამოაგზავნეთ წერილი შემდეგ ელ. ფოსტაზე: support@easyvisual.com.